მაინდვორქსი არის მენეჯმენტ და ICT საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ცოდნასა და ინოვაციებთან უკეთეს წვდომაში. ჩვენ ვავითარებთ პროდუქტებს, სერვისებს და გამოცდილებებს დიზაინ აზროვნების, მომხმარებლის გამოცდილების მართვის და ტექნოლოგიების დანერგვით.
რას ვაკეთებთ?
ჩვენ ვმუშაობთ როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნეს ორგანიზაციებთან ონლაინ სწავლის კორპორატიულ და საჯარო სივრცეში დანერგვაზე.
– სწავლის მოდელებს ვგეგმავთ მრავალფეროვანი სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად.
– ინსტრუქციული დიზაინის პრინციპებს ვსაზღვრავთ მომხმარებლის მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევა.
– პროექტის დანერგვის მოთოდოლოგია ითვალისწინებს მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის მიდგომებს
ჩვენი გუნდი
მაინდვორქსი გახლავთ ჰორიზონტალური მართვის და ღია კულტურის ორგანიზაცია, სადაც გუნდის ყველა წევრი თანაბრად მნიშვნელოვანია, სადაც ყოველ პროექტში როლები ნაწილდება საჭიროებებიდან გამომდინარე და ურთიერთ-შეთანხმებით. ეს საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავააქტიუროთ ჩვენი შემოქმედებითი ენერგია, ვიყოთ ორიენტირებულები ხარისხზე და უსარგებლო ფორმალობებზე არ დავხარჯოთ ჩვენი ძვირფასი დრო.