ფრილანსერობა

225 students

პროფესიონალი  ხარ და გსურს თავად გადაწყვიტო როგორ იმუშავებ:   აირჩიო დამქირავებელი, სამუშაო გრაფიკი, ან პროექტი? მაშინ ეს კურსი შენთვისაა. კურსის მიზანია დაინტერესებულ პირს წარმოდგენა შეუქმნას ფრილანსერობის საქმიანობის შესახებ, დაანახოს მას შესაძლებლობები და გამოწვევები  და დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. გამოცდილების მქონე ფრილანსერებისთვის ეს კურსი საინტერესოა ფრილანსერული კარიერის დაგეგმვის, პროექტების მართვის სპეციფიკის და გამოცდილი ფრილანსერების მიერ გაზიარებული რჩევების გამო.

თქვენ ისწავლით
    1. ფრილანსერობის არსს, გამოწვევებს
    2. ფრილანსერობის ტრენდებს საქართველოში და მთელს მსოფლიოში
    3. საკუთარი ბრენდის შექმნას და პოზიციონირებას
    4. კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან
    5. სასურველი პროექტის შერჩევას
    6. კლიენტებთან ურთიერთობას და დისტანციური სამუშაოს თავისებურებებს
    7. ფრილანსერის ბუღალტერიას      
    8. სამუშაოს ფასწარმოქმნას
    9. პროექტის მართვის თავისებურებებს, ინსტრუმენტებს, გრაფიკებს, აპლიკაციებს
    10. ზრდის სტრატეგიას
    11. თვითმოტივაციას
ვის შეუძლია კურსის გავლა

კურსის უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის.

კურსის სტრუქტურა

ფრილანსერობის ონლაინ კურსი 9 მოდულისგან შედგება.

თითოეულ მოდულში საშუალოდ 5-6 ვიდეოლექციაა, რომლებშიც ძირითადი საკითხებია მიმოხილული. ყველა მოდულს თან ერთვის თვითშეფასების ტესტი, რომლითაც თქვენ მიერ ვიდეოლექციებიდან მიღებული ცოდნა შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

კურსის გასავლელად საჭირო დრო

სრული ონლაინ კურსის გასავლელად 8-10 საათი დაგჭირდებათ.

ჩვენ გირჩევთ, დღეში საშუალოდ ორ საათი დაგეგმოთ სწავლისთვის. ამ შემთხვევაში კურსს ერთი კვირაში დაასრულებთ.

ექსპერტი

ნინო ანდრიაძე, საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის და „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი.

ნინო ანდრიაძე, ფრილანსერობასთნ ერთად არის მეწარმე. მან საკონსულტაციო კომპანია Mindworks, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ინოვაციური პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში, და ასევე თხილეულის პასტების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი თხილი“. თორმეტწლიანი კორპორაციული კარიერის განმავლობაში, ნინო ანდრიაძე ოთხი განსხვავებული დარგის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა და მარკეტინგის მენეჯმენტს ახორციელებდა. აქვს  საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებში, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების სწავლების გამოცდილება.

პროექტის გუნდი

პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.

პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე


ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.

 

Instructor

Mindworks Mindworks

Free