სახელმწიფო შესყიდვების კურსი მიმწოდებლებისთვის

138 students

კურსის შესახებ

სახლემწიფო ტენდერებში მონაწილეობა კომპლექსური პროცესია. ონლაინ კურსის მიზანია დაეხმაროს მიმწოდებლებს ტენდერების ტიპებისა და პროცესების გააზრებაში, მიაწოდოს რეკომენდაციები სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, გააცნოს შესაძლო რისკები და ტენდერში მონაწილეობის უპირატესობები.

კურსი მორგებულია როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ამ მიმართულებით გეგმავენ მუშაობას ან უკვე არიან დასაქმებულები.

თქვენ ისწავლით
    1.  ტენდერის ტიპებსა და შესაბამის პროცედურებს
    2.  tenders.procurement.gov.ge სისტემაში რეგისტრაციასა და ნავიგაციას
    3.  სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და მათი მომზადებისას გასათვალისწინებელ საკითხებს
    4.  SPA ტენდერის შემთხვევაში რევერსულ აუქციონში ვაჭრობას
    5.  სატენდერო წინადადების დაზუსტებას
    6.  ხელშეკრულების გაფორმების დეტალებს
    7.  ტენდერის გასაჩივრების პროცესს
    8.  თეთრი და შავი სიების, გაფრთხილებული კომპანიების რეესტრის შესახებ
ვის შეუძლია კურსის გავლა

კურსი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის, თუმცა მსმენელისთვის უპირატესობაა საბაზისო ICT უნარების ცოდნა.

კურსის სტრუქტურა

სახელმწიფო შესყიდვების კურსი მიმწოდებლებისთვის 12 მოდულს მოიცავს.

ჩვენი გირჩევთ, რომ თითოეული მოდულში პირველ რიგში ვიდეოლექციებს უყუროთ. მათში მოკლედაა განხილული ძირითადი საკითხები,  ასევე მოცემულია ტექნიკური ინსტრუქციები, რჩევები და რეკომენდაციები. ამის შემდეგ, აუცილებლად წაიკითხეთ დამატებით რესურსებში მოცემული საკანონმდებლო მასალა. ბოლოს კი გაიარეთ ტესტები, რათა მიღებული ცოდნა გადაამოწმოთ.

კურსის გასავლელად საჭირო დრო

სრული ონლაინ კურსის გასავლელად 8-10 საათი დაგჭირდებათ.

ჩვენ გირჩევთ, დღეში საშუალოდ ორ საათი დაგეგმოთ სწავლისთვის. ამ შემთხვევაში კურსს ერთი კვირაში დაასრულებთ.

ექსპერტები

1. გიორგი ჩუხუა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსი

გიორგი ჩუხუა, 2015 წლიდან დღემდე სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურის დანერგვაშია ჩართული. ასევე მისი უშუალო პასუხისმგებლობაა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.  გიორგი ჩუხუას ტრენერობისა და უნივერსიტეტში სწავლების რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

2. ლევან ბაინდურაშვილი,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსი 

ლევან ბაინდურაშვილი 2014 წლიდან მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, როგორც ანალიტიკოსი. იგი არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშების, სისტემის (tenders.procurement.gov.ge) მომხმარებლის სახელმძღვანელოების და ე.წ. გზამკვლევების თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში საერთაშორისოდ აპრობირებული შესყიდვების პრაქტიკის იმპლემენტაციაში და სახელმწიფო შესყიდების სისტემის ელექტრონული მოდულების დანერგვაში.

პროექტის გუნდი

პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.

პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე


ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.

Instructor

Free